1. რეკვიზიტი ,,ადრესატი“ დაიტანება ფოსტით გასაგზავნ წერილებზე და შეიცავს:

ა) თუ ადრესატი ფიზიკური პირია:

ა.ა)  ადრესატის გვარსა და სახელს;

ა.ბ) ფიზიკური პირის რეგისტრაციის მიხედვით ადრესატის მისამართს (საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, სახლის №);

ბ) თუ ადრესატი საჯარო დაწესებულება ან იურიდიული პირია:

ბ.ა. დაწესებულების (იურიდიული პირის) სრულ დასახელებას სახელობით ბრუნვაში;

ბ.ბ) ადრესატის თანამდებობას, სახელსა და გვარს მიცემით ბრუნვაში;

ბ.გ) დაწესებულების (იურიდიული პირის) მისამართს (საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, სახლის №).

2. დოკუმენტის რამდენიმე ადრესატისადმი გაგზავნისას მითითება ,,ასლი“ არ გამოიყენება. რამდენიმე ადრესატისადმი გაგზავნისას ხელმოწერილ უნდა იქნეს ყველა ეგზემპლარი.

3. რეკვიზიტი ,,ადრესატი“ განთავსდება დოკუმენტის მარჯვენა ზედა მხარე