1. რეკვიზიტი ,,აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მისი საქმეში მოთავსების შესახებ“ დაიტანება ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში საბოლოოდ გაფორმებულ (უკვე შესრულებულ) ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე.

2. რეკვიზიტი ,,აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მისი საქმეში მოთავსების შესახებ“ დოკუმენტზე დაიტანება 3X5 ზომის შტამპის სახით. შტამპზე ამოიტვიფრება:

ა) წარწერა ,,საქმეში“

ბ) თარიღის აღმნიშვნელი წარწერა: ,,(..) (..............) (....) წ.“;

გ) საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის თანამდებობის დასახელება, გვარი და სახელი;

დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ფაქსიმილია.

3. დოკუმენტის საქმეში მოთავსების შტამპი დაიტანება დოკუმენტის პირველი გვერდის ზედა მარცხენა კუთხეში.

4. შესრულებული ელექტრონული დოკუმენტების შენახვა და არქივირება ხორციელდება საოფისე პროგრამების მეშვეობი