1. რეკვიზიტი ,,მცირე სახელმწიფო გერბი” დაიტანება საკრებულოს დადგენილების ბლანკებზე.
2. რეკვიზიტი ,,მუნიციპალიტეტის გერბი” გამოიყენება:
ა) სამართლებრივი აქტების ბლანკებზე;
ბ) წერილების ბლანკებზე;
გ) ცნობების ბლანკებზე;
დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგებლისა ბეჭდებზე.
3. საკრებულოს დადგენილების ბლანკზე მცირე სახელმწიფო გერბი დაიტანება ზედა მარცხენა კუთხეში (დამკვირვებლის პოზიციიდან),ხოლო მუნიციპალიტეტის გერბი დაიტანება იმავე სიმაღლეზე, ზედა მარჯვენა კუთხეში.
4. რეკვიზიტი ,,მუნიციპალიტეტის გერბი” დოკუმენტების ბლანკებზე, გარდა საკრებულოს დადგენილების ბლანკისა, დაიტანება ფურცლის ზედა ცენტრალურ ადგილზე. გერბის ზემოთ რაიმე წარწერის ან სიმბოლოს დატანა დაუშვებელია.
5. საქმისწარმოების დოკუმენტებზე და ბეჭდებზე გამოყენებული გერბი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გერბის შესახებ” საკრებულოს დადგენილებაში მოცემულ გერბის აღწერილობა