ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №39 |
|
2015 წლის 6 ნოემბერი ქ.ზუგდიდი |
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.გ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი, თანახმად №1 დანართისა. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა, თანახმად №2 დანართისა. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
აღწერილობა
გერბის ფარი პირობითად გაყოფილია 3 (სამი) ნაწილად. I ნაწილი - ძოწისფერ (წითელ) ველზე გამოსახულია ოქროს ჯვარი (ცაიშის ტაძრის სიმბოლოდ) ჰერალდიკური 4 ვარდით (ღვთისმშობლის სიმბოლო). ველს უკავია ფარის სიმაღლის 2/6. II ნაწილი - წარმოადგენს ვერცხლის (თეთრ) ქონგურებიან სარტყელს (რუხის ციხის სიმბოლოდ) რომელზეც მოთავსებულია სევადი (შავი) შეჭურვილი (წითელი ენით) მერანი, როგორც სიქველისა და მეომრული სულის ნიშანი. ფარის სიმაღლის 3/6. III ნაწილი- წარმოადგენს ლაჟვარდ (ლურჯ) ტალღოვან სარტყელს (ზღვის სიმბოლო), ფარის სიმაღლის 1/6. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკარით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ძოწის ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი - ,,ზუგდიდი“. |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.07.2018.
- როდის იქნა მიღებული „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ“?
- „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 06.11.2015. მიმღები ორგანო — ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №39. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.105.016237.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 06.07.2018-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.07.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ“, №39, 06.11.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.105.016237 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3044935/