1. თუ საკონსულო დაწესებულების მეთაურს რაიმე მიზეზის გამო არ შეუძლია შეასრულოს თავისი ფუნქციები, ან თუ საკონსულო დაწესებულების მეთაურის თანამდებობა ვაკანტურია, წარმდგენმა სახელმწიფომ შესაძლოა უფლებამოსილება მიანიჭოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არსებულ ამ ან სხვა საკონსულო დაწესებულების თანამდებობის პირს ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთ-ერთ წევრს, დროებით შეასრულოს საკონსულო დაწესებულების მეთაურის ფუნქციები.
2. საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელის სრულ სახელსა და გვარს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან ამ სამინისტროს მიერ მითითებულ ორგანოს ატყობინებს წარმდგენი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, ან, თუ ამ სახელმწიფოს არ აქვს ასეთი წარმომადგენლობა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, საკონსულო დაწესებულების მეთაური, ან, თუ მას არა აქვს ამის საშუალება, წარმდგენი სახელმწიფოს ნებისმიერი კომპეტენტური ორგანო. როგორც წესი, ასეთი შეტყობინება უნდა მოხდეს წინასწარ.
3. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ეხმარებიან და იცავენ საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს, სანამ იგი საკონსულო დაწესებულებას მეთაურობს, მასზე ამ კონვენციის დებულებანი ისევე ვრცელდება, როგორც შესაბამისი საკონსულო დაწესებულების მეთაურზე.
4. თუ წარმდგენი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის დიპლომატიური პერსონალის წევრს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წარმდგენი სახელმწიფო ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ნიშნავს, იგი კვლავ სარგებლობს დიპლომატიური პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო ამის წინააღმდეგი არ არი