(1) თუ საკონსულო დაწესებულების მეთაურს არ შეუძლია შეასრულოს თავისი ფუნქციები, ან თუ მისი თანამდებობა ვაკანტურია, დაწესებულების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი დროებით მოქმედებს, როგორც საკონსულო დაწესებულების მეთაური.
(2) წარმდგენი სახელმწიფოს დიპლომატიური მისია, ან ასეთი დიპლომატიური მისიის არარსებობის შემთხვევაში, საკონსულო დაწესებულების მეთაური ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ან თუ საკონსულო დაწესებულების მეთაურს არ ძალუძს ამის შესრულება, წარმდგენი სახელმწიფოს ნებისმიერი კომპეტენტური ორგანო ატყობინებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ან ამ სამინისტროს მიერ მითითებულ კომპეტენტურ ორგანოებს საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის გვარს და სახელს. როგორც წესი, მსგავსი შეტყობინება კეთდება წინასწარ. ადგილსამყოფელი სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ საკონსულო დაწესებულების მეთაურის მიერ ფუნქციების დროებით შესრულებაზე თანხმობა გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვავაში, თუ ზემოაღნიშნული პირი არის ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წარმდგენი სახელმწიფოს დიპლომატიური აგენტი ან საკონსულო თანამდებობის პირი.
(3) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები გაუწევენ დახმარებას და დაიცავენ საკონსულო დაწესებულების მეთაურის ფუნქციების შემსრულებელ პირს. ფუნქციების დროებითი შესრულებისას, ამ კონვენციის დებულებანი სრულად ვრცელდება როგორც შესაბამისი საკონსულო დაწესებულების მეთაურზე, ასევე მისი ფუნქციებს დროებით შემსრულებელზე.
(4) ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ დიპლომატიური მისიის დიპლომატიური პერსონალის წევრი, ან წარმდგენი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი დაინიშნება ამ სახელმწიფოს მიერ საკონსულო დაწესებულების დროებით მეთაურად, მას მიენიჭება დიპლომატიური პრივილეგიები და იმუნიტეტებ