(1) წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულება შეიძლება გაიხსნას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.

(2) საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფელი, მისი კლასი და საკონსულო ოლქი განისაზღვრება წარმდგენი სახელმწიფოს შეთანხმებით ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან. საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფლის, მისი კლასისა და საკონსულო ოლქის შემდგომი შეცვლა წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობი