1. წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულება შეიძლება გაიხსნას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.
2. საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფელი, მისი კლასი და საკონსულო ოლქი, განისაზღვრება წარმდგენი სახელმწიფოსა და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შეთანხმებით.
3. საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფლის, მისი კლასისა და საკონსულო ოლქის შემდგომი შეცვლა წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით. საჭიროა აგრეთვე ადგილსამყოფელი სახელმწიფოს აშკარა დასტური საკონსულო დაწესებულების ფილიალის გასახსნელად, რომელიც ამ უკანასკნელის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ იქნება.
4. საკონსულო დაწესებულების პირთა ზუსტი რაოდენობის შესახებ სათანადო შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი შეხედულებებისამებრ განსაზღვროს საკონსულო დაწესებულების პირთა საჭირო რაოდენობა, საკონსულო ოლქში არსებული მდგომარეობისა და პირობების, აგრეთვე საკონსულო დაწესებულების ადგილმდებარეობის გათვალისწინები