1. წარმდგენი სახელმწიფო თავისუფლდება ყოველგვარი სახელმწიფო, რაიონული ან მუნიციპალური გადასახადის მოსაკრებლისა და ბაჟისაგან, რომელიც ეხება:

ა) საკონსულო დაწესებულების ან საკონსულო დაწესებულების მეთაურის ადგილსამყოფელისათვის მიწის და შენობების შესყიდვას, ფლობას ან სარგებლობას, შენობების მშენებლობას, შეკეთებას ან ტერიტორიის კეთილმოწყობას;

ბ) წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოძრავი ქონების, საკონსულო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით, შეძენას, ფლობასა ან სარგებლობას. ამ შემთხვევაში ექსპორტსა და იმპორტზე დაწესებული გადასახადებისა და ბაჟისაგან გათავისუფლების პირობები მოცემულია ამ კონვენციის 27-ე მუხლში.

2. მოცემული მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გადასახადისაგან გათავისუფლება არ ვრცელდება კონკრეტული სახის მომსახურებისათვის დაწესებულ გადასახადებსა და ბაჟზე.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საგადასახადო შეუვალობა არ ვრცელდება მოსაკრებელზე, ბაჟსა და გადასახადზე, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით უნდა გადაიხადონ პირებმა, რომელთაც ხელშეკრულება დადეს წარმდგენ სახელმწიფოსთან ან მისი სახელით მოქმედ პირებთა