1. წარმდგენ სახელმწიფოს უფლება აქვს თავისი სახელით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად და ამ სახელმწიფოს თანხმობით, საკუთრებად შეიძინოს, სარგებლობისათვის მიიღოს, იჯარით აიღოს ან ნებისმიერი სხვა ფორმით მფლობელობაში მიიღოს:
a) საკონსულო კარ-მიდამო, საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენცია, აგრეთვე საცხოვრებელი სათავსო საკონსულო თანამდებობის ნებისმიერი პირისა და საკონსულო დაწესებულების ნებისმიერი მუშაკისათვის, რომელიც არ არის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე ან არა აქვს ამ სახელმწიფოში მუდმივი საცხოვრებელი;
b) ნებისმიერი ასეთი საკონსულოს კარ-მიდამოსა და საცხოვრებელი სათავსოების მშენებლობისათვის განკუთვნილი მიწა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია აგრეთვე გააუმჯობესოს საკონსულოს კარ-მიდამო, საცხოვრებელი სათავსოები ან მიწა.
3. ადგილსამყოფელი სახელმწიფო შესაბამის დახმარებასა და მხარდაჭერას უწევს წარმდგენ სახელმწიფოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებში აღნიშნული უფლებების განხორციელებისას.
4. ამ მუხლის არცერთი დებულება არ უნდა განიმარტოს, როგორც წარმდგენი სახელმწიფოს გათავისუფლება პასუხისმგებლობისაგან დაიცვას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონები და წესები, რომლებიც აწესრიგებენ შენობათა განლაგებასა და კონსტრუქციას, აგრეთვე ქალაქის დაგეგმარებასა და დარაიონება