1. წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიძლება გაიხსნას მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.
2. საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფელი, მისი კლასი, საკონსულო ოლქი და საკონსულო თანამდებობის პირთა რაოდენობა განისაზღვრება წარმდგენი და ადგილსამყოფელი სახელმწიფოების შეთანხმებით.
3. წარმდგენ სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფლის, მისი კლასისა და საკონსულო ოლქის ან საკონსულო თანამდებობის პირთა რაოდენობის შემდგომი შეცვლა შეუძლია მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.
4. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობა საჭიროა აგრეთვე მაშინაც, თუ რომელიმე გენერალურ საკონსულოს ან საკონსულოს სურს გახსნას ვიცე-საკონსულო ან საკონსულო სააგენტო იმ დასახლებული პუნქტის გარეთ, სადაც იგი თვითონ იმყოფება.
5. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს წინასწარ გარკვეულად გამოთქმული თანხმობა აგრეთვე აუცილებელია, როცა უნდა გაიხსნას კანცელარია, რომელიც შეადგენს არსებული საკონსულო დაწესებულების ნაწილს, მაგრამ ამ უკანასკნელის ადგილსამყოფლის გარეთ იმყოფებ