1. წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია თავისუფლად დანიშნოს საკონსულო პერსონალის მუშაკები, წინამდებარე კონვენციის მე-2, მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა.
2. წარმდგენი სახელმწიფო წინასწარ აცნობებს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ყველა საკონსულო თანამდებობის პირის სრულ სახელსა და გვარს, კატეგორიასა და კლასს, საკონსულო დაწესებულების მეთაურის გარდა, იმისთვის რომ ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ შეძლოს, თუ ამას მოისურვებს, განახორციელოს წინამდებარე კონვენციის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თავისი უფლებები.
3. ადგილსამყოფელი სახელმწიფო საკონსულო დაწესებულების ყველა მუშაკსა და მათი ოჯახის წევრებზე გასცემს პირადობის მოწმობას, რითაც ადასტურებს მათ, როგორც საკონსულო დაწესებულების მუშაკებისა და მათი ოჯახის წევრების სტატუს