1. თუ საკონსულო დაწესებულების მეთაურს არ ძალუძს თავისი ფუნქციების შესრულება, ან ეს პოსტი ვაკანტურია, მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არსებულ წარმდგენი სახელმწიფოს სხვა საკონსულო თანამდებობის პირს, საკონსულო მოსამსახურეს ან ამ სახელმწიფოში წარმდგენი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის წევრს.

2. საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობას ატყობინებენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს, საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი შეასრულებს თავის ფუნქციებს და ისარგებლებს ამ კონვენციით გათვალისწინებული დებულებებით, სანამ საკონსულო დაწესებულების მეთაური არ განაახლებს თავისი ფუნქციების შესრულებას ან არ იქნება დანიშნული ახალი საკონსულო დაწესებულების მეთაური.

3. თუ საკონსულო დაწესებულების მეთაურის ფუნქციების შესასრულებლად დაინიშნა წარმდგენი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის ერთ-ერთი წევრი, თავისი დიპლომატიური პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შეუცვლელად ის შეასრულებს თავის ფუნქციებს მოცემული მუხლის პირველი პუნქტის პირობების გათვალისწინებით.

თავი Ш

შეღავათები, პრივილეგიები და იმუნიტეტე