ა) „წარმდგენი სახელმწიფო“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ნიშნავს საკონსულო თანამდებობის პირებს;
ბ) „ადგილსამყოფელი სახელმწიფო“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომლის ტერიტორიაზე საკონსულო თანამდებობის პირები ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს;
გ) „საკონსულო დაწესებულება“ ნიშნავს ნებისმიერ გენერალურ საკონსულოს, საკონსულოს, ვიცე-საკონსულოს ან საკონსულო სააგენტოს;
დ) „საკონსულო ოლქი“ ნიშნავს რაიონს, რომელიც საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად გამოეყოფა საკონსულო დაწესებულებას;
ე) „საკონსულო დაწესებულების მეთაური“ ნიშნავს პირს, რომელსაც დავალებული აქვს იმოქმედოს ამ სახით;
ვ) „საკონსულო თანამდებობის პირი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, მათ შორის საკონსულო დაწესებულების მეთაურს, რომელსაც ევალება შეასრულოს ამ სახით საკონსულო ფუნქციები;
ზ) „საკონსულო მოსამსახურე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ასრულებს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ მოვალეობებს საკონსულო დაწესებულებაში;
თ) „მომსახურე პერსონალის მუშაკი“ ნიშნავს პირს, რომელიც ემსახურება საკონსულო დაწესებულებას;
ი) „საკონსულო დაწესებულების მუშაკები“ ნიშნავს საკონსულო თანამდებობის პირებს, საკონსულო მომსახურეებს და მომსახურე პერსონალის მუშაკებს;
კ) „საკონსულო პერსონალის მუშაკები“ ნიშნავს საკონსულო თანამდებობის პირებს, საკონსულო დაწესებულების მეთაურის გარდა, აგრეთვე საკონსულო მოსამსახურეებსა და მომსახურე პერსონალის მუშაკებს;
ლ) „კერძო შინამუშაკი“ ნიშნავს პირს, რომელიც მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მუშაკის კერძო სამსახურშია;
მ) „ოჯახის წევრი“ ნიშნავს მეუღლეს, შვილს ან მშობელს, რომელიც იმყოფება საკონსულო დაწესებულების მუშაკის კმაყოფაზე და ცხოვრობს მასთან ერთად;
ნ) „საკონსულო კარ-მიდამო“ ნიშნავს მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მიზნებისათვის გამოყენებულ შენობებს ან შენობათა ნაწილებს და ამ შენობათა ან შენობათა ნაწილების მომსახურე მიწის ნაკვეთს, ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს მათზე საკუთრების უფლება;
ო) „საკონსულო არქივები“ ნიშნავს ყველა ქაღალდს, დოკუმენტს, კორესპონდენციას, წიგნს, ფილმს, ვიდეო და აუდიო ჩანაწერს, დისკეტასა და საკონსულო დაწესებულების რეესტრებს შიფრებისა და კოდების, კარტოთეკებისა და მათი დაცვის თუ შენახვისათვის განკუთვნილი საავეჯო საგნების ჩათვლით;
პ) „წარმდგენი სახელმწიფოს გემი“ ნიშნავს ნებისმიერ გემს, სამხედრო ხომალდების გარდა, რომელსაც აქვს წარმდგენი სახელმწიფოს დროშით ნაოსნობის უფლება და რეგისტრირებულია ამ სახელმწიფოში;
ჟ) „წარმდგენი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდი“ ნიშნავს ნებისმიერ საფრენ აპარატს, სამხედრო საფრენი აპარატის გარდა, რომელიც რეგისტრირებულია წარმდგენ სახელმწიფოში და აქვს უფლება ჰქონდეს ამ სახელმწიფოს ამოსაცნობი ნიშნები.