(1) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლება საკონსულო თანამდებობის პირზე უსასყიდლოდ გასცემს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნულია მისი თანამდებობა და ფუნქციები.
(2) მოცემული მუხლის (1) პუნქტის დებულებები ვრცელდება ასევე საკონსულო თანამდებობის პირების ოჯახის წევრებზე, საკონსულოს მოსამსახურეებზე, მომსახურე პერსონალის მუშაკებზე, კერძო შინამუშაკებზე და მათი ოჯახის წევრებზე, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული წევრები არ წარმოადგენენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეებს ან მასში მუდმივად მცხოვრებ პირებ