წარმდგენ სახელმწიფოს აქვს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში თავისი სახელმწიფო დროშისა და გერბის გამოყენების უფლება ამ მუხლის დებულებების თანახმად:

(ა) წარმდგენი სახელმწიფოს დროშა შეიძლება აღიმართოს საკონსულო დაწესებულების შენობაზე და საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენციაზე, ასევე მის მიერ ოფიციალური მოვალეობების შესრულების დროს გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებებზე;

(ბ) წარმდგენ სახელმწიფოს უფლება აქვს დაამაგროს თავისი სახელმწიფო გერბი საკონსულო დაწესებულების შენობაზე, ასევე საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენციაზე, რომელზეც წარმდგენი და ადგილსამყოფელი სახელმწიფოების ოფიციალურ ენებზე გაკეთებულია წარწერა, რომ ეს შენობა წარმოადგენს წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებას და, აგრეთვე საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენციას;

(გ) ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული უფლების შესრულებისას, დაცული უნდა იქნეს ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონები და წესებ