(1) თუ წარმდგენი სახელმწიფოს გემის კაპიტანი ან ეკიპაჟის რომელიმე წევრი გარდაიცვალა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, გემზე ან ნაპირზე, გემის კაპიტანი ან მისი შემცვლელი, ისევე როგორც წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო თანამდებობის პირი, სარგებლობს უფლებით მოახდინოს გარდაცვლილის ან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მიერ გემზე დატოვებული ნივთების, ფასეულობების და სხვა ქონების ინვენტარიზაცია, ასევე გაატარონ ღონისძიებები ზემოაღნიშნული ქონების შენახვის ან გაყიდვის მიზნით. თუ გარდაცვლილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირი არის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე, გემის კაპიტანი ან მისი შემცვლელი, ამ პირის გარდაცვალების ან უგზო-უკვლოდ დაკარგვის დადგენის შემდეგ ჩაატარებს ინვენტარიზაციას. ინვენტარიზაციის ერთი ასლი გადაეცემა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს, რომელთაც აქვთ უფლება გაატარონ ყველა აუცილებელი ღონისძიება ქონების შენახვის ან საჭიროებისამებრ მისი გაყიდვის მიზნით. ეს ორგანოები აღნიშნულის შესახებ აცნობებენ წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებას.
(2) საკონსულო თანამდებობის პირი, ამ მუხლის (1) პუნქტის შესაბამისად, ქონებრივ საკითხებში თავისი უფლებების განხორციელებისას იმოქმედებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისა