(1) საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ამ კონვენციის თანახმად, ნებისმიერი სახის დახმარება გაუწიოს წარმდგენი სახელმწიფოს გემებს, აგრეთვე ამ გემების ეკიპაჟს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს პორტებში, ტერიტორიულ და შიდა წყლებში ყოფნის დროს. საკონსულო თანამდებობის პირს აგრეთვე აქვს წარმდგენი სახელმწიფოს გემისა და ეკიპაჟის შემოწმების უფლება. ამ მიზნით, ის უფლებამოსილია შეხვდეს აღნიშნული გემის კაპიტანს და ეკიპაჟის წევრებს.

(2) წარმდგენი სახელმწიფოს გემთან, კაპიტანთან და ეკიპაჟის წევრებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საკონსულო თანამდებობის პირს აქვს უფლება მოითხოვოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ხელისუფლების დახმარებ