2. აღიარებული ორგანიზაცია სააგენტოს აწვდის ყველა არსებით ინფორმაციას საქართველოს გემებისათვის კლასის მინიჭების, გადაცემის, შეცვლის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ.
3. აღიარებული ორგანიზაცია საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საქართველოს გემებისათვის კლასის მინიჭების, გადაცემის, შეცვლის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ ინფორმაციას, გეგმური შემოწმების, რეკომენდაციების, გემისთვის გაცემული კლასის პირობებისა და საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი, მისი კლასისთვის მიკუთვნებული გემების ექსპლუატაციის პირობებისა და ექსპლუატაციის შეზღუდვების შესახებ ინფორმაციის ჩათვლით.
4. აღიარებულ ორგანიზაციას, რომელიც სარგებლობს ამ კოდექსის 445 მუხლიდან გამომდინარე უფლებამოსილებით, ეკრძალება საქართველოს გემზე მოწმობის გაცემა, თუ ამ გემს უსაფრთხოების მიზნით გაუქმებული აქვს კლასი ან იგი კლასის ცვლილების პროცესშია, მანამ, სანამ სააგენტო არ გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას, აუცილებელია თუ არა სრული ინსპექტირების ჩატარება.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის პირობების დარღვევით გაცემული მოწმობა ბათილია.
6. საქართველოს გემის მიერ კლასის შეცვლის შემთხვევაში:
ა) გადამცემი ორგანიზაცია ვალდებულია მიმღებ ორგანიზაციას მიაწოდოს ინფორმაცია ყველა სამომავლო გეგმური შემოწმების, რეკომენდაციისა და გემისთვის გაცემული კლასის პირობების, ექსპლუატაციის პირობებისა და ექსპლუატაციის შეზღუდვების შესახებ;
ბ) გადაცემის დროს გადამცემი ორგანიზაცია ვალდებულია მიმღებ ორგანიზაციას გადასცეს გემის სრულყოფილი საარქივო ჩანაწერები;
გ) მიმღებ ორგანიზაციას უფლება აქვს, გასცეს მოწმობები გემისთვის მხოლოდ ყველა გეგმური შემოწმებისა და კონტროლის დამაკმაყოფილებელ დონეზე ჩატარების შემდეგ და გადამცემი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული პირობების თანახმად, ყველა სამომავლო რეკომენდაციისა და გემისთვის წინა პერიოდში გაცემული კლასის პირობების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ;
დ) გემისთვის სათანადო მოწმობის გაცემამდე მიმღები ორგანიზაცია ვალდებულია გადამცემი ორგანიზაციისგან მიიღოს ინფორმაცია მოწმობის გაცემის თარიღის შესახებ, განთავსების ადგილისა და ღონისძიებების დაზუსტების მიზნით, რომლებიც საჭიროა თითოეული გეგმური შემოწმებისთვის, რეკომენდაციისთვის და კლასის მინიჭების პირობისთვის.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012