2. გემის ინსპექტორს მინიჭებული აქვს უფლება, უფლებამოსილების განხორციელებისას მარტო ან იმ პირის თანხლებით, რომლის დასწრებასაც იგი აუცილებლად მიიჩნევს, და იმ დანადგარითა და მატერიალური აღჭურვილობით, რომლებსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს:

ა) ავიდეს საქართველოს ნებისმიერ გემზე, მოიპოვოს ყველა აუცილებელი ინფორმაცია, როგორც ნავსადგურში, ისე ნაოსნობის დროს, გააკონტროლოს და შეამოწმოს საქართველოს ნებისმიერი გემი, რომელიც შემოწმებისას აღიარებული ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება;

ბ) შევიდეს, გააკონტროლოს, შეამოწმოს და გამოიკვლიოს საქართველოში ან სხვაგან არსებული ნებისმიერი უძრავი ქონება, გარდა კერძო საკუთრებისა, თუ არსებობს საკმარისი მიზეზი, რომ იგი არის შესაფასებელი აღიარებული ორგანიზაციის ქონება ან მას ეს აღიარებული ორგანიზაცია იყენებს თავისი საქმიანობის მიზნებისათვის;

გ) შეამოწმოს ნებისმიერი სახით არსებულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემები, წიგნები და დოკუმენტები, რომლებიც ინახება ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს გემზე, ან ამავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ უძრავ ქონებაში ან სხვა ადგილას (გარდა კერძო საკუთრებისა), თუ მას საკმარისი მიზეზი აქვს, ივარაუდოს, რომ ისინი შეიცავენ მისთვის საინტერესო ინფორმაციას, ან თუ დაშვება დაკავშირებულია უშუალოდ იმ მიზანთან, რომლისთვისაც მას მინიჭებული აქვს ინსპექტირების ჩატარების უფლება. გემის ინსპექტორს უფლება აქვს, გადაიღოს აღნიშნული ინფორმაციის ან ამონარიდების ასლები, თუ მას საკმარისი მიზეზი აქვს, ივარაუდოს, რომ ეს ინფორმაცია ან ამონარიდები შესაძლებელია გამოიყენებოდეს სამხილებად სისხლის ან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია ამ კოდექსით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს გემის ოპერატორი, კაპიტანი ან სხვა მეზღვაური, ანდა აღიარებული ორგანიზაცია ან პირი, რომელიც პასუხისმგებელია იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, გარდა კერძო საკუთრებისა, ვალდებული არიან უზრუნველყონ გემის ინსპექტორი დახმარებითა და აუცილებელი ინფორმაციით, რომლებიც საჭიროა ინსპექტორის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012