2. საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც აკმაყოფილებს სააგენტოს მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს, უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს წერილობითი შეთანხმების პროექტი. წერილობითი შეთანხმების პროექტი და მისი განხილვის წესი უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. წერილობითი შეთანხმების პროექტი ასევე უნდა შეიცავდეს სრულ ინფორმაციას და მტკიცებულებას, რომელთა მიერ სააგენტოს მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში სააგენტო შეამოწმებს განმცხადებელი ორგანიზაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
3. სააგენტოს უფლება აქვს, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არ დაეთანხმოს ამ მუხლის პირველი და მე -2 ნაწილების შესაბამისად წარმოდგენილი წერილობითი შეთანხმების პროექტს.
4. ორგანიზაციის მიერ ყალბი დოკუმენტების ან მცდარი ინფორმაციის წარდგენისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.
5. ორგანიზაცია უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ სააგენტოსთან წერილობითი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. ეს შეთანხმება ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნების შემდეგ.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012