2. აღიარებული ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ, გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გემებისა, უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ყველა გემი, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში ან რომელთა რეგისტრული ტონა არის 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი, მიუხედავად ნაოსნობის რაიონისა.

3. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება გასართობ იახტებზე.

4. საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 500 ან 500-ზე მეტი რეგისტრული ტონის საერთო ტევადობის გემს, რომელიც გამოიყენება მეზღვაურთა სასწავლო-საწვრთნელი მიზნით, შეუძლია განახორციელოს საერთაშორისო ნაოსნობა.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გემების ტექნიკური ზედამხედველობის პირობას, ტექნიკური ზედამხედველობის სტანდარტს და საერთაშორისო მოწმობების გაცემის წესს აღიარებული ორგანიზაცია ათანხმებს სააგენტოსთან.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4106 – ვებგვერდი, 10.01.2019