წარმდგენი სახელმწიფოს გემთან დაკავშირებით, საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს:
(ა) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლების უფლებების შეულახავად, დაჰკითხოს გემის კაპიტანი და ეკიპაჟის ყველა წევრი, შეამოწმოს, მიიღოს, შეადგინოს ან ხელი მოაწეროს ნებისმიერი სახის მოწმობას ან სხვა საბუთს გემის შესახებ, მიიღოს განცხადებები გემის, მისი ტვირთისა და სვლაგეზის შესახებ, აგრეთვე გასცეს გემის შესვლის, ყოფნისა და გამგზავრებისათვის საჭირო საბუთები;
(ბ) წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, გადაწყვიტოს ყველა სადავო საკითხი გემის კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს შორის, სამუშაო კონტრაქტებისა და სამუშაო პირობების საკითხების ჩათვლით;
(გ) დაესწროს გემზე ასვლას, გემის კაპიტნის ან ეკიპაჟის შემადგენლობის შეცვლას;
(დ) აღმოუჩინოს შესაბამისი დახმარება გემის კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს სასამართლოში ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სხვა ორგანოებში;
(ე) უზრუნველყოს გემბანზე დისციპლინისა და წესრიგის დაცვ