(1) თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლო ან ნებისმიერი სხვა ორგანო განიზრახავს დააპატიმროს ან დააკავოს წარმდგენი სახელმწიფოს გემის კაპიტანი, ეკიპაჟის რომელიმე სხვა წევრი, ნებისმიერი მგზავრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არ არის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე, ან ვალის მიღების მიზნით ყადაღა დაადოს გემბანზე არსებულ ქონებას ან ჩაატაროს ოფიციალური გამოძიება გემბანზე, ამ შემთხვევაში ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები წინასწარ აცნობებენ საკონსულო თანამდებობის პირს, რათა მან შეძლოს დასწრება აღნიშნული ზომების გატარების დროს. თუ ასეთი ზომების სასწრაფოდ მიღების აუცილებლობა შეუძლებელს ხდის საკონსულო თანამდებობის პირისათვის შეტყობინების მიწოდებას, ან თუ ზომების მიღების დროს ადგილზე არ იმყოფებოდა არცერთი საკონსულო თანამდებობის პირი, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ აცნობებენ საკონსულო თანამდებობის პირს ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ საკონსულო თანამდებობის პირის მიერ დაკავებული ან დაპატიმრებული პირის მონახულებას, ასეთ პირთან დაკავშირებას და სხვა სათანადო ზომების მიღებას აღნიშნული პირის ან გემის ინტერესების დაცვის მიზნით.
(2) მოცემული მუხლის (1) პუნქტის დებულებები არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ორგანოები ახორციელებენ ჩვეულებრივ საპასპორტო, საბაჟო, ჯანმრთელობის დაცვის, ზღვის გაჭუჭყიანებისა და ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის კონტროლს, ან ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, გემის კაპიტნის მოთხოვნით ან მისი სანქციი