(1) ადგილსამყოფელ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები საკონსულო დაწესებულებას, არაუგვიანეს სამი დღის განმავლობაში, მიაწვდიან ინფორმაციას საკონსულო დაწესებულების ოლქში წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის დაპატიმრების, დაკავების ან მისი თავისულების აღმკვეთი ნებისმიერი ღონისძიების შესახებ.
(2) საკონსულო თანამდებობის პირს აქვს უფლება, მოინახულოს და ურთიერთობა იქონიოს წარმდგენი სახელმწიფოს დაპატიმრებულ, დაკავებულ ან სხვა სახით თავისუფლებაშეზღუდულ პირთან მისთვის დახმარების გაწევის მიზნით. მონახულებისა და ურთიერთობის უფლება გაიცემა პერიოდულად და დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს ოთხი დღის მანძილზე თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დღიდან.
(3) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაინტერესებულ მოქალაქეებს აცნობებენ უფლებას საკონსულო თანამდებობის პირთან ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობის შესახებ.
(4) ამ მუხლის (2) პუნქტში აღნიშნული ვიზიტები განხორციელდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად იმ პირობით, რომ ეს კანონები და წესები დაბრკოლებას არ შეუქმნიან კონსულის ამ უფლების განხორციელება