(1) საკონსულო დაწესებულების მეთაურს აქვს ქორწინების რეგისტრაციის უფლება იმ პირთა შორის, რომლებიც წარმოადგენენ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებს. საკონსულო დაწესებულება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფლებას აცნობებს რეგისტრირებული ქორწინების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ამას ითვალისწინებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობა.
(2) საკონსულო დაწესებულების მეთაური უფლებამოსილია აწარმოოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა ქორწინებების, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაცია, გასცეს სათანადო დოკუმენტები ან მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა ქორწინებების, დაბადების თუ გარდაცვალების შესახებ. მიუხედავად ამისა, ეს დებულებები არ ათავისუფლებენ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებს ვალდებულებისაგან, დაიცვან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობა ქორწინების, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
(3) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ხელისუფლება საკონსულო დაწესებულებას, მისივე მოთხოვნით, უფასოდ, სამსახურებრივი მიზნებისათვის, წარუდგენს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეების მოქალაქეობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული დოკუმენტების ასლებს და ამონაწერებ