1. თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლოებს ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებს განზრახული აქვთ განახორციელონ იძულებითი ღონისძიებები ან ჩაატარონ გამოძიება წარმდგენი სახელმწიფოს გემზე, რომელიც იმყოფება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შიდა და ტერიტორიულ წყლებში ან შიდა წყალსავალ გზებზე, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ხელისუფლებმა წინასწარ უნდა შეატყობინონ ამის შესახებ საკონსულო თანამდებობის პირს, რათა მას ჰქონდეს შესაძლებლობა დაესწროს ასეთი ღონისძიებების განხორციელებას. თუ საკონსულო თანამდებობის პირი არ ესწრება ასეთი ღონისძიებების განხორციელებას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები მისი თხოვნით წერილობითი ფორმით ატყობინებენ მას ამის შესახებ, თუ ღონისძიებების ჩატარების სასწრაფო ხასიათი არ იძლევა საკონსულო თანამდებობის პირის წინასწარი შეტყობინების საშუალებას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები წერილობითი ფორმით ატყობინებენ ამ ფაქტის და ჩატარებული ღონიძიებების შესახებ საკონსულო თანამდებობის პირს მისი შესაბამისი თხოვნის გარეშეც.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები გამოიძახებენ წარმდგენი სახელმწიფოს გემის კაპიტანს ან ეკიპაჟის რომელიმე წევრს ნაპირზე გემთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენების მისაცემად.

3. იმ შემთხვევების გარდა, როცა ეს ხორციელდება საკონსულო თანამდებობის პირის ან წარმდგენი სახელმწიფოს გემის კაპიტნის თხოვნით ან ნებართვით, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლო ან სხვა კომპეტენტური ორგანოები არ ერევიან წარმდგენი სახელმწიფოს გემის საშინაო საქმეებში, რომლებიც ეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის ეკიპაჟის წევრებს შორის ურთიერთობა, შრომითი ურთიერთობა, დისციპლინა გემზე და გემთან დაკავშირებული სხვა შიდა ხასიათის ღონისძიებები, თუ ამასთანავე არ ირღვევა კანონები და წესები, რომლებიც ეხება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სიმშვიდისა და უშიშროების უზრუნველყოფას.

4. მაგრამ ამ მუხლის დებულებანი არ ეხება საბაჟო შემოწმებასთან, საპასპორტო და სანიტარიულ კონტროლთან დაკავშირებულ ჩვეულებრივ ღონისძიებებს და სხვა ღონისძიებებს, რომლებსაც ახორციელებენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ზღვაზე ნავიგაციის უსაფრთხოებისათვის ან ზღვის გაჭუჭყიანების თავიდან ასაცილებლად. ეს მუხლი არ ეხება მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც გამომდინარეობენ მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდა