1. ექსპლუატაციიდან გამოყვანილ გემზე ეკიპაჟის წევრების ცხოვრება ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ გემზე შესაძლებელია ნორმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა. ასეთ გემზე გარეშე პირების, მათ შორის, ეკიპაჟის წევრთა ოჯახების ცხოვრება აკრძალულია.
2. ეკიპაჟის წევრთა სიით გაუთვალისწინებელი პირების დროებით დაშვება ექსპლუატაციიდან გამოყვანილ გემზე ხორციელდება სანავსადგურე ერთეულში მიღებული საშვების სისტემის საფუძველზე.
3. ექსპლუატაციიდან გამოყვანილ გემზე საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ელექტროგასათბობი ხელსაწყოების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სანავსადგურე ერთეულში სახანძრო დაცვის სამსახურის თანხმობით. ამ ნუსხით გაუთვალისწინებელი ელექტროგასათბობი ხელსაწყოების გამოყენება აკრძალული