1. ექსპლუატაციიდან გამოყვანილი გემის სანავსადგურე ერთეულში დგომის ადგილი უნდა განისაზღვროს იმის გათვალისწინებით, რომ არ შეფერხდეს სხვა გემების მოძრაობა და/ან სატვირთო ოპერაციების წარმოება.
2. ექსპლუატაციიდან გამოყვანილი გემის სანავსადგურე ერთეულში განლაგების გეგმა და გემის მიმაგრების საშუალებები უნდა შეთანხმდეს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან, სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციასთან, სანავსადგურე ერთეულის სახანძრო დაცვის სამსახურთან და დამტკიცდეს გემთმფლობელის მიერ.
3. ექსპლუატაციიდან გამოყვანილი გემები უნდა იქნენ საიმედოდ მიბმული, მათ შორის, სათანადო დისტანციის დაცვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გეგმის შესაბამისად. ამასთან, გემის კაპიტანმა უნდა უზრუნველყოს ორმხრივ სახელურიანი ტრაპის მოწყობა და მისი სისტემატური გაწმენდა.
4. ექსპლუატაციიდან გამოყვანილი გემის დგომის ადგილის შეცვლის საჭიროების შემთხვევაში, გემის კაპიტანი ან მისი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია აღნიშნული განახორციელოს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის მოთხოვნისთანავე. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გემის სხვა ადგილზე გადაყვანა ხორციელდება სანავსადგურე ერთეულის ძალებით და ტექნიკური საშუალებებით, გემთმფლობელის ხარჯი