1. გემის დგომის ადგილის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია წინასწარ, დგომის ადგილის შეცვლამდე არანაკლებ 2 (ორი) საათით ადრე, აცნობებს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს, გემის აგენტსა და გემის კაპიტანს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

2. გემის გადაადგილების ან მასთან სხვა გემის ბორტით (ლაგით) დაყენების თაობაზე გემის კაპიტანი გაფრთხილებული უნდა იყოს არანაკლებ 1 (ერთი) საათით ადრე. საგანგებო შემთხვევაში (ხანძარი, გრიგალი და სხვა), სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას უფლება აქვს გემის გადაადგილება განახორციელოს გემის კაპიტნის წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

3. ნავმისადგომის გასწვრივ მისაბმელებით გადაადგილება დასაშვებია ლოცმანის გარეშე, მაგრამ სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის წარმომადგენლის სავალდებულო თანდასწრებით და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან შეთანხმებით.

4. გემის ერთი ნავმისადგომიდან მეორეზე გადაყენება ან ნავმისადგომიდან რეიდზე გაყვანა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გემზე არის კაპიტანი ან უფროსი თანაშემწე.

5. შეზღუდვები გემის გადაადგილებასა და გადაყენებაზე დგინდება ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მიერ, ნავსადგურში ჰიდრომეტეოროლოგიური პირობებისა და გემის პარამეტრების (წყალშიგის, საკმარისი კილქვეშ არსებული წყლის მარაგის) გათვალისწინებით.

6. ნავმისადგომზე გემის გადაადგილების შესახებ გაფრთხილებულნი უნდა იქნენ იმავე ნავმისადგომზე მდგომი სხვა გემებ