1. ნავთობ/გაზტერმინალის ნავმისადგომ(ებ)თან გემებს შორის უსაფრთხო დაშორების მანძილი არ უნდა იყოს 20 (ოცი) მეტრზე ნაკლები. მშრალი ტვირთის ნავმისადგომ(ებ)თან, გემებს შორის მანძილი უნდა იყოს:

ა) არანაკლებ 15 (თხუთმეტი) მეტრისა – გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში;

ბ) არანაკლებ 25 (ოცდახუთი) მეტრისა – შემოდგომა-ზამთრის პერიოდში.

2. კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის №6, №7 და №8 ნავმისადგომებთან გემებს შორის უსაფრთხო დაშორების მანძილი პერპენდიკულარულად უნდა იყოს არანაკლებ 25 (ოცდახუთი) მეტრისა.

3. ნავმისადგომთან დასადგომად გემი უნდა განთავსდეს ნავმისადგომის სპეციფიკის გათვალისწინებით (როგორც წესი, ქიმით ნავსადგურის გასასვლელისაკენ), ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, საზღვაო ლოცმანის რეკომენდაციით, გემს შეუძლია ჩაუშვას ღუზა.

4. გემის ნავთობ/გაზტერმინალის ნავმისადგომთან დაყენებისას, საავარიო ფოლადის ბაგირები (Fire Wires) სათანადო წესების დაცვით ჩაშვებული უნდა იქნეს ტერმინალის მოთხოვნის შემთხვევაში.

5. ღუზაზე და ნავმისადგომებთან მდგომი გემის იმ მექანიზმების დაშლა და რემონტი, რომლებიც უზრუნველყოფენ გემის უსაფრთხო დგომას, გადაადგილებას და მოძრაობას, აკრძალულია.

6. თუ გემის მექანიზმების ავარიული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის გემის ზღვაოსნობაუნარიანობას, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური უფლებამოსილია, გემის კაპიტნის განაცხადის საფუძველზე, გასცეს წერილობითი თანხმობა ავარიული შეკეთების სამუშაოების ჩატარებაზე არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) საათის ვადით. აღნიშნულ შემთხვევაში, გემის კაპიტნის განაცხადის საფუძველზე, გემის ხარჯით, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ბუქსირის მორიგეობა.

7. არახელსაყრელი ამინდის პროგნოზის მიღებისთანავე გემის კაპიტანმა ყველა ღონე უნდა იხმაროს გემის უსაფრთხო დგომის უზრუნველსაყოფად, აძლიერებს ამინდზე დაკვირვებას, იყენებს დამატებით მისაბმელ გვარლებს და კრძალავს ეკიპაჟის გაშვებას ნაპირზე.

8. გემის კაპიტანი ვალდებულია იმგვარად უზრუნველყოს სატვირთო და საბალასტო ოპერაციების ორგანიზება, რომ გემი ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს სტაბილურ მდგომარეობაში ისე,რომ მას ნებისმიერ დროს შეეძლოს ნავსადგურიდან უსაფრთხოდ გასვლა ნაოსნობისათვის არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებში ან სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად.

9. გემის კაპიტანი/გემთმფლობელი პასუხისმგებელია სანავსადგურო ნაგებობების, ნავმისადგომებისა და/ან უშუალოდ გემების დაზიანებაზე, თუ იგი გამოწვეულია არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური ან სხვა პირობების გამო სანავსადგურე ერთეულიდან გემის დროებით გაყვანის თაობაზე გაცემული მითითების შეუსრულებლობით ან შესრულების დაყოვნები