1. ნავმისადგომთან მდგომ გემზე ვახტის გაწევისათვის, უსაფრთხოებისა და გემის ზღვაოსნობაუნარიანობის უზრუნველსაყოფად უნდა იმყოფებოდეს ეკიპაჟის შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა (ორი/მესამედი).

2. ნავმისადგომთან მდგომმა გემმა ტრაპთან უნდა დააყენოს გემის მევახტე და ნავსადგურმა სავოჩმენო სამსახურის მევახტე.

3. გემის სავახტო სამსახურს უნდა გააჩნდეს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამედიცინო დაწესებულებების სამსახურების, საქართველოს შს სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და გემის აგენტის საკონტაქტო მონაცემები.

4. ნავმისადგომთან მდგომ გემს ეკრძალება ბორტს მიღმა ამწეების, ისრების, კანჯოების და სხვა მოწყობილობების განთავსება.

5. ნავმისადგომთან მდგომ იალქნიან გემს იალქნები უნდა ჰქონდეს აკეცილი.

6. სანავსადგურე ერთეულში მდგომი გემიდან რეკრეაციული მიზნით წყალში ჩასვლა აკრძალულია.

7. გემის კიჩოზე, ხრახნის ზევით, ორივე ბორტზე დატანილი უნდა იყოს წარწერა „ფრთხილად, სანიჩბავი ხრახნები“ ინგლისურ ენაზე: „Warning, propeler shaft“. აღნიშნული წარწერა განათებული უნდა იყოს დღე-ღამის ბნელ პერიოდში.

8. ადამიანების გემიდან ნაპირზე ჩასვლა და გემზე ასვლა, ასევე, გემიდან გემზე გადასვლა მათი ბორტი-ბორტთან დგომისას ნებადართულია მხოლოდ ტრაპით.

9. სატვირთო ოპერაციების მიმდინარეობისას გემის ეკიპაჟმა უნდა უზრუნველყოს მისაბმელი ბაგირების ნორმალური დაჭიმულობა.

10. სანავსადგურე ერთეულში მდგომ გემზე ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო საშუალებები უნდა იყოს გამართული და, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებისათვის მზად.

11. გემზე მომხდარი ხანძრის ან სხვა საფრთხის არსებობის შემთხვევაში ახლოს მყოფი გემი ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ადამიანის დასახმარებლად, ტვირთის და სხვა ქონების გადასარჩენად.

12. გემის ეკიპაჟმა და სანავსადგურე ერთეულის პერსონალმა დაუყოვნებლივ უნდა აღმოუჩინონ დახმარება დაზარალებულებს, წყალში ჩავარდნილებს და შემთხვევის ხასიათიდან გამომდინარე, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს და სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას.

13. გემზე მომხდარი ნებისმიერი შემთხვევის (ადამიანებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევა, ადამიანების ხანგრძლივი არყოფნა, მათი გადამდები დაავადებით დასნეულება ან სხვა) შესახებ გემის კაპიტანი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს, ხოლო ხანძრის ან აფეთქების შემთხვევაში – გამოიძახოს სახანძრო სამსახური და მიიღოს ყველა საჭირო ზომა ადამიანებისა და ტვირთის გადასარჩენად და საფრთხის სალიკვიდაციოდ.

14. სატვირთო და საბალასტო ოპერაციების დასრულების შემდგომ გემის გვერდითი გადახრა (list) მაქსიმალურად უნდა იყოს 0-ის ტოლი.

15. სანავსადგურე ერთეულში მდგომი ყველა გემი, ნავსადგურში შემოსვლის წინ, გემთმფლობელის მიერ წინასწარ უნდა იყოს უზრუნველყოფილი, საკმარისი რაოდენობის საწვავით და ძრავების ზეთი