1.რეიდზე, ღუზაზე და სანავსადგურე ერთეულში მდგარი გემიდან საშტატო მცურავი ობიექტის სამაშველო ნავების/კანჯოების და სწრაფმავალი სამძებრო სამაშველო კატარღის წყალში ჩაშვება აკრძალულია, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა) საჭიროა ამ მცურავი ობიექტის და მათი წყალზე ჩამშვები მექანიზმების გამოცდა/გასინჯვა.
ბ) აღნიშნულის განხორციელება დაკავშირებულია ზღვაზე ადამიანის ძებნა გადარჩენისა და სამაშველო სამუშაოების განხორციელებასთან, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს ნავსადგურის კაპიტანთან.
გ) საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნებით გათალისწინებულ შემთხვევებში.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მცურავი საშუალებების წყლის დონემდე ჩაშვება ხდება ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან შეთანხმებით, ხოლო ჩაშვება და მანევრირება ხდება სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ნებართვით, ნავსადგურის კაპიტნის ინფორმირები