1. გემის, სანავსადგურო ნაგებობების დაზიანების და უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით, ნავმისადგომის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ნავმისადგომის მომზადება გემის მისაღებად და ნავმისადგომის მზადყოფნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ნავსადგურის კაპიტანს და სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას.
2. კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურში, გემის, სანავსადგურო ნაგებობების დაზიანების და უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით, ნავმისადგომის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს ნავმისადგომის მომზადება გემის მისაღებად და ნავმისადგომის მზადყოფნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ნავსადგურის კაპიტანს და სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას.
3. გემის ნავმისადგომთან დაყენება აკრძალულია, თუ:
ა) სანავსადგურე ამწის ისრები ცდება ნავმისადგომის ფარგლებს ზღვის მხარეს. ასეთ შემთხვევებში უნდა იყოს უსაფრთხო დისტანცია ამწის ისრებიდან გემის კიჩოს, ცხვირსა და ზედნაშენ კონსტრუქციამდე;
ბ) სანავსადგურო ამწეებს არა აქვთ მიჩნეული უსაფრთხო ადგილი;
გ) ნავმისადგომზე არ იმყოფებიან გემის მიმბმელები დაწესებული სრული შემადგენლობით;
დ) ღამით სათანადოდ არ არის განათებული გემის მიყენების ადგილი.
4. იმ შემთხვევაში, თუ ნავმისადგომიდან არ არის გატანილი ტვირთი, დასატვირთ-გადმოსატვირთი ტაკელაჟი და სხვა ნივთები, რომლებიც აფერხებენ გემის ნავმისადგომთან მიდგომას და დამუშავებას, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური ვალდებულია მოსთხოვოს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას/ტერმინალს შესაბამისი ზომების მიღება.
5. ყველა გემს, მისი წყალშიგის და მანევრირების პირობების გათვალისწინებით, ნავსადგურის აკვატორიაში უნდა დაეთმოს საკმარისი სივრცე ნავმისადგომთან მისაყენებლად.
6. თუ ზღვიდან ნავმისადგომისაკენ მისასვლელი ისეა შეზღუდული, რომ გემის ნავმისადგომთან უსაფრთხო მიყენებას საფრთხე ექმნება, გემები, რომლებიც ხერგავენ მისასვლელებს უნდა იქნენ გადაადგილებულნი ან გადაყვანილნი სხვა ნავმისადგომებთან.
7. ნავმისადგომთან გემის მიბმამდე ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურმა და ლოცმანმა (სალოცმანო გაცილების შემთხვევაში) გემის კაპიტანს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ნავმისადგომის მდგომარეობის, ნავმისადგომის ზომებისა და ნავმისადგომის გასწვრივ არსებული სიღრმეების შესახე