1. ნავმისადგომთან გემების განლაგების დაგეგმვისას სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო დგომას და სატვირთო ოპერაციების წარმოებას.
2. კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის ნავმისადგომთან გემების განლაგების დაგეგმვისას, ნავმისადგომის ოპერატორი უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო მიბმა/ჩახსნას, დგომას და სატვირთო ოპერაციების წარმოებას.
3. ადვილად აალებადი ტვირთით დატვირთული, არადეგაზირებული ან არაინერტიზირებული ტანკერების დაყენება სამგზავრო ან მშრალი ტვირთის ნავმისადგომთან, აკრძალულია.
4. იმ გემებისათვის, რომლებიც არ ახორციელებენ მგზავრთა გადაყვანას, სამგზავრო ნავმისადგომთან მიდგომა სატვირთო ოპერაციების წარმოების მიზნით ან ხანგრძლივი დგომისათვის დაიშვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის თანხმობით.
5. ნავმისადგომებთან ორი გემის ბორტი-ბორტთან დაყენება დაიშვება, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, მხოლოდ სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციასთან, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან და შინაგანსაქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან შეთანხმებით, ორივე გემის კაპიტნის თანხმობით.
6. ორი გემის ბორტი-ბორტთან დაყენება აკრძალულია, თუ ერთ-ერთი მათგანი მაინც, დატვირთულია ადვილად აალებადი ან/და ფეთქებადი ტვირთით, მათ შორის, ნავთობით. ამ მოთხოვნიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ საწვავის და/ან წყლის მიწოდების აუცილებლობით, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაცვით.
7. საწვავმზიდი გემის სადგომად სანავსადგურე ერთეულში, სანავსადგურე ერთეულის სახანძრო დაცვის სამსახურთან შეთანხმებით, სპეციალურად გამოიყოფა ნავმისადგომი.
8. დღე-ღამის ბნელ პერიოდში ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში, 200 მეტრზე მეტი სიგრძის გემის ნავმისადგომთან დაყენება აკრძალულია.
9. ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ ნავმისადგომთან მიდგომაზე ან ბორტი-ბორტთან დაყენებაზე თანხმობის მიცემისას ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური, მიდგომის/დაყენების განხორციელებამდე 1 (ერთი) საათით ადრე მაინც აცნობებს აღნიშნულის შესახებ სანაპირო დაცვას.
10. სანავსადგურე ერთეულების „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ და „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ ნავმისადგომებთან გემების მიბმა, რომლის წყალშიგი აღემატება ნავმისადგომის დასაშვებ, გამოცხადებულ წყალშიგს, შესაძლებელია პონტონის გამოყენებით, სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციასთან შეთანხმებისა და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის თანხმობით, იმ პირობით, რომ პონტონების სიგანე (იგულისხმება მანძილი გემსა და ნავმისადგომს შორის) არ უნდა აღემატებოდეს 7 მეტრს. ნავმისადგომის ოპერატორი და გემის კაპიტანი პასუხისმგებელნი არიან პონტონის გამოყენებისას გემის უსაფრთხო მიბმა/ჩახსნაზე და გემის პონტონზე დგომის პერიოდში უსაფრთხო ოპერაციების წარმოებაზე.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული პონტონები გამოყენების შემდეგ წყლიდან დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას ან გადაყვანილი იქნეს უსაფრთხო, თავისუფალ ადგილზე ნავმისადგომის ოპერატორის მიერ. თუ პონტონები ზღუდავს გემების მანევრირებას, ისინი ამოღებული უნდა იქნეს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის მიერ ნავმისადგომის ოპერატორის ხარჯით. გემსა და ნავმისადგომს შორის რამდენიმე პონტონის გვერდიგვერდ დაყენება, დაუშვებელია. გემსა და ნავმისადგომს შორის, გემის კორპუსის თითოეულ მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ ერთი პონტონი.
12. იმ შემთხვევაში, თუ სანავსადგურე ერთეული „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ №10 ნავმისადგომზე დგას ან იგეგმება გემის დაყენება, რომლის სიგანე აღემატება 20 მეტრს და გემის კორპუსი ზღუდავს ნავსადგურის შიდა აუზში გემების მოძრაობას, №3 ნავმისადგომზე 150 მეტრზე მეტი სიგრძის გემის პონტონებზე დაყენება არ დაიშვებ