1. სანავსადგურე ერთეულის შიდა აკვატორიაში, ფარვატერზე, საზღვაო რუკებზე აღნიშნული გემების ღუზაზე დგომისა და ინტენსიური მოძრაობის ადგილებში ცოცხალი რესურსების რეწვის, სათხევლის და სხვა სახის ბადის გამართვის, აგრეთვე ნავმისადგომიდან ანკესით ან სხვა საშუალებით თევზჭერის აკრძალვის საკითხები რეგულირდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, სანაპირო დაცვასთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციურ სამმართველოსთან შეთანხმებით.
2. თევზსაჭერი იარაღების შენახვას და დადგენილ ადგილზე განთავსებას უზრუნველყოფს ამ იარაღების მფლობელი.
3. ბადეების და სხვა თევზჭერის აღჭურვილობის გაწმენდა და გარეცხვა აკრძალულია სანავსადგურე ერთეულის შიდა აკვატორიაში და ნებისმიერი დანიშნულების ნავმისადგომებზე. აღნიშნული პროცედურების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ნავსადგურის აკვატორიის ფარგლებს გარეთ.
გემების დგომა სანავსადგურე ერთეულ