მუხლი 108. საზღვაო თევზჭერის პროდუქტები და ზღვის სხვა პროდუქტები
თავი XVII — იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლების განსაკუთრებული შემთხვევები
1. ამ კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება შემდეგი საქონელი:
ა) საქართველოში რეგისტრირებული და საქართველოს დროშით მცურავი გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების გარეთ მოპოვებული საზღვაო თევზჭერის პროდუქტი ან ზღვის სხვა პროდუქტი;
ბ) პროდუქტი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ და საქართველოს დროშით მცურავ გადამამუშავებელ (მწარმოებელ) გემზე მიიღება ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროდუქტისგან.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებით სარგებლობისთვის უნდა შესრულდეს ამავე მუხლით გათვალისწინებული პირობები. ამ პირობების შესრულება დასტურდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (28.06.2019).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(2)
საქმე №3გ-ად-26-კს-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.07.2002
…მიერ ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების გამო, პროდუქციის ადგილზე მიწოდება ექვსი თვის დაგვიანებით მოხერხდა. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მედიკამენტების (პროდუქციის) შესაძლო შემოსავლის თაობაზე მოპასუხეს, საბაჟო კოდექსის 108-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, წინასწარ 1999წ. 22 დეკემბერს ეცნობა და საჭირო დოკუმენტაციაც იქნა წარდგენილი. ამასთან, 1999წ. 8 ნოემბერს შპს «მ-მა»…
საქმე №3გ-ად-132-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.07.2002
…მიერ ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების გამო, პროდუქციის ადგილზე მიწოდება ექვსი თვის დაგვიანებით მოხერხდა. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მედიკამენტების (პროდუქციის) შესაძლო შემოსვლის თაობაზე მოპასუხეს, საბაჟო კოდექსის 108-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, წინასწარ 1999წ. 22 დეკემბერს ეცნობა და საჭირო დოკუმენტაციაც იქნა მოპასუხისათვის წარდგენილი. ამასთან, 1999 წლის 8…
…და ძირითადი კომერციული მახასიათებლები; ბ) საქონლის გატანის დროს წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის (ან დეკლარირების სხვა დოკუმენტის) შესაბამისი მონაცემები; გ) საქონლის გატანის დროს წარდგენილი თანმხლები დოკუმენტების მონაცემები. 2. საქართველოს საბაჟო კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად საზღვაო თევჭერის პროდუქტებისა და ზღვის სხვა პროდუქტების იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლების მიზნით, საბაჟო…