თავი XVIII — ზოგადი დებულებები სპეციალური პროცედურებისთვის
1. ამ კოდექსის 141-ე მუხლის გათვალისწინებით, სპეციალური პროცედურა, გარდა ტრანზიტის პროცედურისა, დასრულდება, თუ ამ პროცედურაში მოქცეული საქონელი ან გადამუშავებული პროდუქტი მოექცა სხვა საბაჟო პროცედურაში ან გატანილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ან განადგურდა ნარჩენის გარეშე ან ამ კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად გადაეცა სახელმწიფოს.
2. ტრანზიტის პროცედურა დასრულდება, თუ:
ა) საქონელი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები წარედგინა დანიშნულების საბაჟო ორგანოს ან ისინი წარდგენილ იქნა საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილზე;
ბ) საქონელი მოექცა სხვა საბაჟო პროცედურაში;
გ) განხორციელდა საქონლის განკარგვა ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანო ტრანზიტის პროცედურას დაასრულებს, თუ საქონლის გაგზავნის საბაჟო გამშვებ პუნქტსა და დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილზე არსებული მონაცემების შედარებით დადასტურდა, რომ ეს პროცედურა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დაცვით განხორციელდა.
4. თუ სპეციალური პროცედურა არ სრულდება დადგენილი პირობების შესაბამისად, საბაჟო ორგანომ უნდა მიიღოს ნებისმიერი საჭირო ზომა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად.
5. სპეციალური პროცედურის დასრულების წესი და ვადა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (28.06.2019).
…საბჭოში. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი: შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 146-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-3 ნაწილზე, ამავე კოდექსის 113-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 141-ე მუხლზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის მე-15 ნაწილზე და, მომჩივნის არგუმენტზე,…
…საქონლის ცალკეულ სასაქონლო პარტიებად მოქცევისას – მასში საქონლის პირველი პარტიის მოქცევის დღიდან. მე-3 ნაწილი კი მიუთითებს, რომ წინასწარ განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე. ამავე კოდექსის 113-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 141-ე მუხლის გათვალისწინებით, სპეციალური პროცედურა, გარდა ტრანზიტის პროცედურისა, დასრულდება, თუ ამ…
…საბაჟო კოდექსის 112-ე მუხლის შესაბამისად, უნდა აწარმოოს შემდეგი მონაცემების აღრიცხვა და შენახვა: ა) საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის საბაჟო დეკლარაციის ნომერი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური პროცედურა დასრულებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის 113-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აგრეთვე ინფორმაცია პროცედურის დასრულების შესახებ; ბ) საბაჟო დოკუმენტების, მათ შორის, საქონლის…