მუხლი 104. საქონლის სახელმწიფოსთვის ან/და მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა
საბაჟო კოდექსის 104-ე მუხლი
თავი XV — საქონლის განკარგვა
1. პროცედურის მფლობელმა ან საქონლის მფლობელმა უცხოური საქონელი და მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი საბაჟო ორგანოსთან წინასწარი შეთანხმებით შეიძლება საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტს.
2. საქონლის სახელმწიფოსთვის ან/და მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7006 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
წიგნი VI
საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება და იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლების განსაკუთრებული შემთხვევები
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (14.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 104. საქონლის სახელმწიფოსთვის ან/და მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა 1. პროცედურის მფლობელმა ან საქონლის მფლობელმა უცხოური საქონელი და მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი საბაჟო ორგანოსთან წინასწარი შეთანხმებით შეიძლება საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფოს,სახელმწიფოს მათან/და შორის,მუნიციპალიტეტს. თვითმმართველ ერთეულს. 2. საქონლის სახელმწიფოსთვის ან/და მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. წიგნი VI საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება და იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლების განსაკუთრებული შემთხვევები თავი XVI. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება
ამ გვერდის მოკლე შერჩევაში გადაწყვეტილებები არ არის — სრულ ინდექსში შეიძლება იყოს.
საბაჟო კოდექსის 113-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 141-ე მუხლის გათვალისწინებით, სპეციალური პროცედურა, გარდა ტრანზიტის პროცედურისა, დასრულდება, თუ ამ პროცედურაში მოქცეული საქონელი ან გადამუშავებული პროდუქტი მოექცა სხვა საბაჟო პროცედურაში ან გატანილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ან განადგურდა ნარჩენის გარეშე ან ამ კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად გადაეცა სახელმწიფოს. საბაჟო კოდექსის 146-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც უნდა დასრულდეს შიდა გადამუშავების პროცედურა.
ამავე კოდექსის 113-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 141-ე მუხლის გათვალისწინებით, სპეციალური პროცედურა, გარდა ტრანზიტის პროცედურისა, დასრულდება, თუ ამ პროცედურაში მოქცეული საქონელი ან გადამუშავებული პროდუქტი მოექცა სხვა საბაჟო პროცედურაში ან გატანილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ან განადგურდა ნარჩენის გარეშე ან ამ კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად გადაეცა სახელმწიფოს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
დ) საქონელი გადაცემულია სახელმწიფოსთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად. საქართველოს საბაჟო კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დეკლარანტი განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონელი უნდა მოექცეს სხვა საბაჟო პროცედურაში ან უნდა განხორციელდეს მისი რეექსპორტი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საბაჟო კოდექსი“, მუხლი 104, №4905-IIს, 28.06.2019, სარეგისტრაციო კოდი 230000000.05.001.019529 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4598501/muxli-104/