1. საბაჟო ორგანომ საქონლის განკარგვის მიზნით მის მიმართ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საბაჟო სანქციის სახით საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა;
ბ) საქონლის განადგურება;
გ) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები საბაჟო ორგანოს ინიციატივით ხორციელდება იმ საქონლის მიმართ:
ა) რომლის გაშვება არ შეიძლება, რადგან დეკლარანტის მიზეზით შეუძლებელი გახდა დადგენილ ვადაში საბაჟო ფორმალობების განხორციელება/საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევა ან გადახდილი არ იქნა იმპორტის გადასახდელი ან/და წარდგენილი არ იქნა გარანტია;
ბ) რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალულია ან შეზღუდულია;
გ) რომელიც გაშვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გატანილი არ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია გაშვებული საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში გარკვეული ვადით დატოვება;
დ) რომლის (მათ შორის, დროებით შენახული საქონლის) მიმართაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა ან რომლის მიმართაც აღნიშნული ვადის ამოწურვამდე ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება არ განხორციელებულა;
ე) რომლის მიმართაც საბაჟო პროცედურა განსაზღვრულია და ამ კოდექსის 78-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი ვადა ამოწურულია, თუ ეს საბაჟო პროცედურა არ დასრულებულა ან სხვა საბაჟო პროცედურა არ განსაზღვრულა, ან რომლის მიმართაც ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება არ განხორციელებულა;
ვ) რომლის საბაჟო საწყობის პროცედურაში შენახვის ვადა ამოიწურა და არ გაგრძელებულა, ან რომლის მიმართაც სხვა საბაჟო პროცედურა არ განსაზღვრულა ან არ განხორციელებულა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება;
ზ) რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 164-ე მუხლის მე-8 ნაწილით.
3. საბაჟო ორგანო დეკლარანტს წერილობით ატყობინებს საქონლის განკარგვის განზრახვის შესახებ და ადგენს ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადაში დეკლარანტის მიერ აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანო არ ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან საქონლის განადგურებას.
4. დეკლარანტის ინიციატივითა და საბაჟო ორგანოს ზედამხედველობით ხორციელდება საქონლის განკარგვის შემდეგი ღონისძიებები:
ა) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა;
ბ) საქონლის განადგურება.
5. საქონლის განკარგვის მიზნით საბაჟო ორგანოს მიერ მის მიმართ ღონისძიებების განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7006 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №7006
წინა რედაქცია (04.07.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 103. საქონლის განკარგვის ღონისძიებები 1. საბაჟო ორგანომ საქონლის განკარგვის მიზნით მის მიმართ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საბაჟო სანქციის სახით საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა; ბ) საქონლის განადგურება; გ) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები საბაჟო ორგანოს ინიციატივით ხორციელდება იმ საქონლის მიმართ: ა) რომლის გაშვება არ შეიძლება, რადგან დეკლარანტის მიზეზით შეუძლებელი გახდა დადგენილ ვადაში საბაჟო ფორმალობების განხორციელება/საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევა ან გადახდილი არ იქნა იმპორტის გადასახდელი ან/და წარდგენილი არ იქნა გარანტია; ბ) რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალულია ან შეზღუდულია; გ) რომელიც გაშვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გატანილი არ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია გაშვებული საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში გარკვეული ვადით დატოვება; დ) რომლის (მათ შორის, დროებით შენახული საქონლის) მიმართაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა ან რომლის მიმართაც აღნიშნული ვადის ამოწურვამდე ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება არ განხორციელებულა; ე) რომლის მიმართაც საბაჟო პროცედურა განსაზღვრულია და ამ კოდექსის 78-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი ვადა ამოწურულია, თუ ეს საბაჟო პროცედურა არ დასრულებულა ან სხვა საბაჟო პროცედურა არ განსაზღვრულა, ან რომლის მიმართაც ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება არ განხორციელებულა; ვ) რომლის საბაჟო საწყობის პროცედურაში შენახვის ვადა ამოიწურა და არ გაგრძელებულა, ან რომლის მიმართაც სხვა საბაჟო პროცედურა არ განსაზღვრულა ან არ განხორციელებულა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება; ზ) რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 164-ე მუხლის მე-8 ნაწილით. 3. საბაჟო ორგანო დეკლარანტს წერილობით ატყობინებს საქონლის განკარგვის განზრახვის შესახებ და ადგენს ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადაში დეკლარანტის მიერ აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანო არ ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან საქონლის განადგურებას. 4. დეკლარანტის ინიციატივითა და საბაჟო ორგანოს ზედამხედველობით ხორციელდება საქონლის განკარგვის შემდეგი ღონისძიებები: ა) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა; ბ) საქონლის განადგურება. 5. საქონლის განკარგვის მიზნით საბაჟო ორგანოს მიერ მის მიმართ ღონისძიებების განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.