1. უცხოური საქონელი, რომელიც განკუთვნილია საქართველოში რეალიზაციისთვის, მოხმარებისთვის ან გამოყენებისთვის, უნდა მოექცეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
წინა რედაქცია (04.07.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 105. მოქმედების სფერო და მიზანი 1. უცხოური საქონელი, რომელიც განკუთვნილია საქართველოში რეალიზაციისთვის, მოხმარებისთვის ან გამოყენებისთვის, უნდა მოექცეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება იწვევს: ა) იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების წარმოშობას; ბ) მის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებებისა და აკრძალვებისა და შეზღუდვების გამოყენებას, თუ ისინი მანამდე გამოყენებული არ ყოფილა; გ) მის შემოტანასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნების შესრულებას. 3. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი.
…მოსარჩელე თვლის რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლის, საგადასახადო კოდექსის 12.26 მუხლის,,,ვაზისა და ღვინის შესახებ” კანონის 33.6.3 მუხლის, საბაჟო კოდექსის 105.2 მუხლის,,,გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ” ინსტრუქციის 2009 წლის 23 ივლისის…
…საბაჟო კოდექსის 3.4 მუხლის თანახმად, საბაჟო ურთიერთობების სფეროში გამოიყენებოდა საბაჟო კანონმდებლობის გამოქვეყნებული აქტები, რომლებიც მოქმედებდა საქონლის მესაკუთრის ან მფლობელის სრულ განკარგულებაში გადაცემის დღისათვის, ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო გაფორმება მთავრდებოდა საქონლის გაშვებით, რის შემდეგაც საქონელი გადადიოდა მფლობელის სრულ განკარგულებაში. სარჩელის ფაქტობრივი…
საქმე №3გ-ად-474-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2003
…საბაჟო კოდექსის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად საბაჟოOურთიერთობების სფეროში გამოიყენება საბაჟო კანომდებლობის გამოქვეყნებული აქტები, რომლებიც მოქმედებს საქონლის მფლობელის ან მესაკუთრის სრულ განკარგულებაში გადაცემის დღისათვის. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად საქონელი მფლობელის ან მესაკუთრის სრულ განკარგულებაში გადადის საქართველოს საბაჟო გაფორმების დამთავრების შემდეგ. გამომდინარე…
…ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა ამავე კოდექსის მე-8 მუხლის 47-ე ნაწილის თანახმად, ტერმინი იმპორტი განიმარტება, როგორც საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება იწვევს იმპორტის გადასახდელის გადახდის…