1. დროებით შენახული უცხოური საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის განსაზღვრისთვის ან რეექსპორტის გამოყენებისთვის აუცილებელი საბაჟო ფორმალობა 30 დღეში უნდა განხორციელდეს.
2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა შეამციროს ან 60 დღით გაზარდოს.
3. საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადა 180 დღეა.
4. საქონელი, რომლის მიმართაც უკვე განსაზღვრულია საბაჟო პროცედურა, გარდა ექსპორტის პროცედურისა, შესაბამისი პირის მოთხოვნით საბაჟო საწყობში შეიძლება შენახულ იქნეს დროებით, არაუმეტეს 180 დღისა, ხოლო ექსპორტის პროცედურის შემთხვევაში − არაუმეტეს 120 დღისა.
5. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გაზარდოს ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილი ვადები არაუმეტეს 180 დღით.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (04.07.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 78. საქონლის დროებით შენახვის დასრულება 1. დროებით შენახული უცხოური საქონელის მიმართ საბაჟო პროცედურის გაშნსაზღვრი უსთვის ანდ რეექსპორტის გამოყექცნების ან მთვის აუცი რლებექლი სპაბაჟო ფორტმალობა 30 დღეში უნდა განხორციელდეს 30 დღეში. 2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა შეამციროს ან 60 დღით გაზარდოს. 3. საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადა 180 დღეა. 4. საქონელი, რომლის მიმართაც უკვე განსაზღვრულია საბაჟო პროცედურა, გარდა ექსპორტის პროცედურისა, შესაბამისი პირის მოთხოვნით საბაჟო საწყობში შეიძლება შენახულ იქნეს დროებით, არაუმეტეს 180 დღისა, ხოლო ექსპორტის პროცედურის შემთხვევაში − არაუმეტეს 120 დღისა. 5. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გაზარდოს ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილი ვადები არაუმეტეს 180 დღით.
…ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რადგან იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტი რუსეთის მოქალაქეა, მან არ იცის ქართული ენა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლის ბოლო წინადადება იმის თაობაზე, რომ უცხო ქვეყნის მგზავრი უფლებამოსილია, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით. ოქმით ვერ დგინდება…
…ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რადგან იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტი რუსეთის მოქალაქეა, მან არ იცის ქართული ენა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლის ბოლო წინადადება იმის თაობაზე, რომ უცხო ქვეყნის მგზავრი უფლებამოსილია, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით. ოქმით ვერ დგინდება…
…წერილობითი შეტყობინებით განსაზღვრული პირობები. ამდენად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების (ს/ნ -----) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა მართლზომიერია. მოჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მოუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, დროებით შენახული უცხოური საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის განსაზღვრისთვის ან რეექსპორტის გამოყენებისთვის…
…განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დროებით შენახული უცხოური საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის განსაზღვრისთვის ან რეექსპორტის…
…3.12.2025 წლის №26598 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-11 ნაწილებზე, 165-ე მუხლზე, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე,
…(-------) 2025 წლის 23 ოქტომბერს მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (საქონლის საბაჟო დეკლარაცია №--------). შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დროებით შენახული უცხოური საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის განსაზღვრისთვის ან რეექსპორტის…
…გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-8 მუხლზე, საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270–ე და 272–ე მუხლზე, საბაჟო კოდექსის 163- ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-6 და 165-ე, მუხლებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის…