მუხლი 77. საქონლის დროებით შენახვასთან დაკავშირებული პირობები და მოვალეობები
თავი XI — საქონლის შემოტანა და დროებით შენახვა
1. დროებით შენახული საქონელი უნდა დასაწყობდეს მხოლოდ საბაჟო საწყობში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ შენახვის სხვა ადგილზე.
2. ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, დროებით შენახული საქონლის მიმართ უნდა განხორციელდეს მხოლოდ ის ოპერაცია, რომელიც უზრუნველყოფს მის უცვლელ მდგომარეობაში (გარეგნული მხარის ან ტექნიკური მახასიათებლის შეუცვლელად) შენარჩუნებას. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, დაადგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებული წესისგან განსხვავებული წესი.
3. იმ საბაჟო საწყობის ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული ან მასთან შეთანხმებული შენახვის სხვა ადგილის მფლობელი, სადაც დასაწყობებულია დროებით შენახული საქონელი, ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს, რომ დროებით შენახული საქონელი უკანონოდ არ იქნეს გატანილი საბაჟო ზედამხედველობიდან;
ბ) შეასრულოს დროებით შენახული საქონლის შენახვასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
4. თუ საქონლის დროებით შენახვის გაგრძელება შეუძლებელია, საბაჟო ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ამ კოდექსის XV თავით გათვალისწინებული ზომებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (28.06.2019).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(2)
საქმე №3ბ/ად-150კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.12.2001
…ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი უთხრა; 3. სასამართლო კოლეგიამ გამოიყენა «საქართველოს საბაჟო კოდექსის» მე-9 მუხლი და აღიარა დეკლარაციის უფლება საბაჟო რეჟიმის არჩევასა და შეცვლაზე, მაგრამ არ გამოიყენა ამავე კოდექსის 76-ე, 77-ე მუხლები, რომლის თანახმადაც საბაჟო პროცედურების ჩატარებისას საქონლის შესაბამის საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით, კონტროლს საბაჟო კანონმდებლობის დაცვაზე ახორციელებს…
საქმე №3გ/ად-75-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.07.2000
…საბაჟო და დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან. ამდენად, უცხოური ინვესტიციების ლიცენზიის გარეშე კასატორი ესედაც თავისუფალი იყო დაბეგვრისაგან. 2. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა «საბაჟო კოდექსის» 76-ე, 77-ე, 91-ე და 124-ე მუხლები, რომელთა მიხედვითაც საბაჟო გაფორმება და კონტროლი, როგორც წესი, წარმოებს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მიერ და ნიშნავს საქონლის საბაჟო…
…ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით. საქართველოს საბაჟო კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ დროებით შენახული საქონელი უნდა დასაწყობდეს მხოლოდ საბაჟო საწყობში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ…

…გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 77-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 127-ე მუხლზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“…