მუხლი 76. დროებით შენახვის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან მისი ბათილად ცნობა
თავი XI — საქონლის შემოტანა და დროებით შენახვა
1. საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი განცხადების საფუძველზე უნდა მისცეს უფლება, წარდგენილ დროებით შენახვის დეკლარაციაში ცვლილება შეიტანოს.
2. დროებით შენახვის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა დაუშვებელია, თუ:
ა) საბაჟო ორგანომ დროებით შენახვის დეკლარაციის წარმდგენს შეატყობინა ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის შემოწმების განზრახვის შესახებ;
ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა დეკლარირებული მონაცემების მცდარობა.
3. თუ დროებით შენახვის დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი საბაჟო ორგანოს არ წარედგინა, მან ეს დეკლარაცია ბათილად უნდა ცნოს:
ა) დეკლარანტის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე;
ბ) ამ დეკლარაციის წარდგენიდან 30 დღის გასვლის შემდეგ.
4. დროებით შენახული საქონლის გადაადგილების, დროებით შენახვის დეკლარაციის წარდგენის, მასში ცვლილების შეტანისა და მისი ბათილად ცნობის წესები, აგრეთვე საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (04.07.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 76. დროებით შენახვის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან მისი ბათილად ცნობა 1. საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი განცხადების საფუძველზე უნდა მისცეს უფლება, წარდგენილ დროებით შენახვის დეკლარაციაში შეიტანოს ცვლილება. ეს ცვლილება არ შეიძლებტა შეეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც ამ დეკლარაციით თავდაპირველად დეკლარირებული არ იყოს. 2. დროებით შენახვის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა დაუშვებელია, თუ: ა) საბაჟო ორგანომ დროებით შენახვის დეკლარაციის წარმდგენს შეატყობინა ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის შემოწმების განზრახვის შესახებ; ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა დეკლარირებული მონაცემების მცდარობა. 3. თუ დროებით შენახვის დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი საბაჟო ორგანოს არ წარედგინა, მან ეს დეკლარაცია ბათილად უნდა ცნოს: ა) დეკლარანტის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე; ბ) ამ დეკლარაციის წარდგენიდან 30 დღის გასვლის შემდეგ. 4. დროებით შენახული საქონლის გადაადგილების, დროებით შენახვის დეკლარაციის წარდგენის, მასში ცვლილების შეტანისა და მისი ბათილად ცნობის წესები, აგრეთვე საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
…განკარგულებაში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს 1998 წლის საბაჟო კოდექსის 74-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, საბაჟო გადასახდელების გადახდა ხდებოდა საქონლის საბაჟო გაფორმების დამთავრებამდე, კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, საბაჟო გაფორმება იყო გარკვეული საბაჟო პროცედურების ჩატარება საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების შესაბამის საბაჟო რეჟიმში…
საქმე №3გ/ად-1კს-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.03.2002
…პროცედურების ჩატარებას (დეკლარირება, საქონლის შემოწმება, საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება-გადახდევინება, გარანტირების წარდგენა, საქონლის გაშვება) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესაბამის საბაჟო რეჟიმში მიქცევისათვის ( საბაჟო კოდექსის 76-ე მუხლი), რომელზეც განსაკუთრებული კონტროლია დაწესებული საქართველოს ეკონომიკური სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და…
საქმე №3ბ/ად-150კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.12.2001
…საბუთად. კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საბაჟო გადასახადების გაანგარიშებასა და საბაჟო გაფორმებისათვის (მათ შორის საბაჟო რეჟიმის შერჩევისათვის საჭირო მონაცემებს იძლევა თავად საქონლის გადამაადგილებელი პირი. 2. საბაჟო კოდექსის 76-ე მუხლზე დაყრდნობით სასამართლომ არ გაიზიარა მოპაუსხე _ სს «ც-ის» პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი საბაჟო კოდექსის ამოქმედებასთან…
საქმე №3გ/ად-75-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.07.2000
…თავისუფლდებოდა საბაჟო და დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან. ამდენად, უცხოური ინვესტიციების ლიცენზიის გარეშე კასატორი ესედაც თავისუფალი იყო დაბეგვრისაგან. 2. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა «საბაჟო კოდექსის» 76-ე, 77-ე, 91-ე და 124-ე მუხლები, რომელთა მიხედვითაც საბაჟო გაფორმება და კონტროლი, როგორც წესი, წარმოებს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მიერ და ნიშნავს საქონლის…
…ნოემბრის ბრძანება №420 - ვებგვერდი, 14.11.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №384 - ვებგვერდი, 29.11.2024წ. მუხლი 9. დროებით შენახვის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა 1. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების გათვალისწინებით, დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შეცვალოს დროებით შენახვის დეკლარაციაში…