1. საქონელი მისი გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებიდან უნდა გადმოიტვირთოს ან გადაიტვირთოს მხოლოდ საბაჟო ორგანოს თანხმობით, ამ ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ადგილზე. ამასთანავე, საბაჟო ორგანოს თანხმობა არ მოითხოვება გარდაუვალი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია მთლიანი საქონლის ან მისი ნაწილის დაუყოვნებლივ გადმოტვირთვა. ამ შემთხვევაში შესაბამისი გარემოების შესახებ საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.
2. საბაჟო ორგანოს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს საქონლის გადმოტვირთვა და გახსნა მისი დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების ან ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების მიზნი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (28.06.2019).
…საბაჟო კოდექსის IV კარის შესაბამისად 2006 წლის 28 აპრილს ყადაღის ახსნისთანავე. მოსარჩელე საბაჟო კოდექსის 90.2-ე მუხლის საფუძველზე თვლის, რომ მათი მხრიდან არ დარღვეულა დეკლარაციის წარდგენის ვადა და შესაბამისად, არ დარღვეულა საბაჟო კოდექსის 74-ე მუხლის მოთხოვნები, რაც მითითებულია სადავო საგადასახადო მოთხოვნის საფუძვლად. ამასთან, დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა, ასეთის არსებობის შემთხვევაში…
…საბაჟო რეჟიმის შესაბამისი განბაჟება და ზ. ო-ოვმა სრულად გადაიხადა საბაჟო გადასახდელები, რის შემდეგაც იმპორტირებული საქონელი გადავიდა მისი, როგორც მესაკუთრის განკარგულებაში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს 1998 წლის საბაჟო კოდექსის 74-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, საბაჟო გადასახდელების გადახდა ხდებოდა საქონლის საბაჟო გაფორმების დამთავრებამდე, კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე კოდექსის…
…მოსარჩელის განმარტებით, როგორც საგადასახადო მოთხოვნის შინაარსიდან ირკვევა, გადასახდელად დარიცხული თანხა არის ჯარიმა, რომელიც დარიცხულია საბაჟო დეკლარაციით გაფორმებული საქონლის დაგვიანებით გაფორმებისათვის, საბაჟო კოდექსის 74-ე და 137-ე მუხლების, საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის ¹45 ბრძანების საფუძველზე, რაც არასწორია, ვინაიდან,…
…აქტი წარმოადგენდა საბაჟო დეპარტამენტის და არა მოპასუხის შემოწმების აქტს. ამდენად, გაუგებარი იყო, თუ როგორ შეიძლებოდა მოსარჩელის შემოწმების აქტი გამხდარიყო მოპასუხისთვის რაიმე გადასახადის დაკისრების საფუძველი. უფრო მეტიც, საქართველოს საბაჟო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, საბაჟო გადასახდელების გადახდა ხდებოდა საბაჟო გაფორმების დამთავრებამდე კანონმდებლობის შესაბამისად. საბაჟო სამსახურების…
…და ბუნებრივი გაზის შესახებ» კანონი, რომლის თანახმად, ბუნებრივი გაზის მიწოდება აკრძალულია ბუნებრივი გაზის ლიცენზიის გარეშე, ასეთი ლიცენზია რუსთავის მერიას არ ჰქონია და არც შეიძლებოდა ჰქონოდა. კასატორი ასევე აღნიშნავდა, რომ საბაჟო კოდექსის 74-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საბაჟო გადასახადების გადახდაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრესა და…
…პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს საბაჟო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი ასევე იმპერატიულად ადგენს, რომ საქონელი მისი გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებიდან უნდა გადმოიტვირთოს ან…