1. საქონელი იტვირთება იმ სატრანსპორტო საშუალებიდან ან ხდება იმ სატრანსპორტო საშუალების სახეობის შეცვლა, რომლითაც ის გადაიტანება მხოლოდ საბაჟო ორგანოების ავტორიზაციით, ამ ორგანოების მიერ დადგენილ ან დამტკიცებულ ადგილებში.

თუმცა, ასეთი ავტორიზაცია არ უნდა იქნეს მოთხოვნილი გარდაუვალი საფრთხის შემთხვევაში, რაც აუცილებელს ხდის საქონლის ყველა ნაწილის დაუყოვნებლივ გადმოტვირთვას. ასეთ შემთხვევაში საბაჟო ორგანოები დაუყოვნებლივ უნდა იქნან შესაბამისად ინფორმირებულნი.

2. საბაჟო ორგანოებმა ნებისმიერ დროს შეიძლება მოითხოვონ საქონლის გადმოტვირთვა და გახსნა მისი შემოწმების, ნიმუშების აღებისა და მათი გადამტანი სატრანსპორტო საშუალებების შემოწმების მიზნი