1. თუ გაუთვალისწინებელი ან ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო 135(1)-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება შეუძლებელია, ამ ვალდებულებებდაკისრებულმა ან ამ პირის სახელით მოქმედმა ნებისმიერმა სხვა პირმა დაუყოვნებლად უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოებს არსებული სიტუაციის შესახებ. თუ გაუთვალისწინებელ ან ფორსმაჟორულ სიტუაციას შედეგად არ მოჰყვება საქონლის მთლიანად დაკარგვა, საბაჟო ორგანოებსაც უნდა ეცნობოთ მათი ზუსტი მდებარეობა.
2. როცა გაუთვალისწინებელი ან ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო 135(6)-ე მუხლით გათვალისწინებული საზღვაო ან საჰაერო ხომალდი იძულებულია დაყოვნდეს პორტში ან დროებით გაჩერდეს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე და 135(1)-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება შეუძლებელია, ამ საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ევროკავშირის ტერიტორიაზე შემომტანმა ან ამ პირის სახელით მოქმედმა ნებისმიერმა სხვა პირმა დაუყოვნებლად უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოებს არსებული სიტუაციის შესახებ.
3. საბაჟო ორგანოებმა უნდა განსაზღვრონ ზომები, რომელთა მიღებაც საჭიროა 1-ლ პუნქტში მითითებულ საქონლზე ან, მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, საჰაერო და საზღვაო ხომალდსა და მათზე განთავსებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის ნების დასართვად, და, სადაც მიზანშეწონილია, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოხდეს მათი შემდგომი გადაზიდვა საბაჟო გამშვებ პუნქტში ან ორგანოების მიერ განსაზღვრულ და დამტკიცებულ ნებისმიერ სხვა ადგილა