1. პირმა, რომელსაც საქონელი შეაქვს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე, უნდა გადაზიდოს ის დაუყოვნებლად საბაჟო ორგანოების მიერ განსაზღვრული მარშრუტით და, მათი ინსტრუქციების შესაბამისად, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში, ან ამ ორგანოების მიერ დადგენილ ან დამტკიცებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე ან თავისუფალ ზონაში.

2. თავისუფალ ზონაში შემოტანილი საქონელი ამ ზონაში შემოტანილ უნდა იქნეს პირდაპირ საზღვაო ან საჰაერო გზით, ან სახმელეთო გზით შემოტანის შემთხვევაში, ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის სხვა ნაწილის გაუვლელად, სადაც თავისუფალი ზონა ესაზღვრება წევრ სახელმწიფოსა და მესამე ქვეყანას შორის არსებულ სახმელეთო საზღვარს.

3. ნებისმიერ პირს, რომელიც ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ საკუთარ თავზე იღებს საქონლის გადატანის პასუხისმგებლობას, უნდა დაეკისროს 1-ლი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.

4. საქონელს, რომელიც, მიუხედავად ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის გარეთ ყოფნისა, შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს წევრი სახელმწიფოს საბაჟო ორგანოს მიერ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის გარეთ შესაბამის ქვეყანასთან ან ტერიტორიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, უნდა მოექცენ ისევე, როგორც ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილს.

5. 1-ლი და მე-2 პუნქტები არ უნდა გამორიცხავდეს საგანგებო წესების გამოყენებას სასაზღვრო ზონებში, მილებითა და სადენებით ტრანსპორტირებულ საქონელთან და ასევე უმნიშვნელო ეკონომიკური მნიშვნელობის საქონლის, როგორიცაა წერილები, ღია ბარათები, ბეჭდვითი მასალები და მათი ელექტრონული ეკვივალენტები, გადაზიდვასთან ან მოგზაურთა მიერ გადატანილ საქონელთან მიმართებაში იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ზედამხედველობას და კონტროლს საფრთხე არ ექმნება.

6. 1-ლი პუნქტი არ ვრცელდება ისეთ სატრანსპორტო საშუალებებსა და მათი საშუალებით გადაზიდულ საქონელზე, რომელიც გაივლის მხოლოდ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ტერიტორიულ წყლებს ან საჰაერო სივრცეს ტერიტორიაზე გაუჩერებლად.

▼