1. დეკლარაციის წარმდგენ პირს, განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, შეიძლება ნება დაერთოს საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის ერთ ან მეტ მონაცემში შეიტანოს შესწორებები მისი წარდგენის შემდეგ.
შესწორებების შეტანა არ უნდა იყოს შესაძლებელი, თუ:
საბაჟო ორგანომ აცნობა საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის წარმდგენ პირს, რომ მას განზრახული აქვს საქონლის შემოწმება;
საბაჟო ორგანომ დაადგინა, რომ საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის მონაცემები არასწორია;
საქონელი უკვე წარდგენილ იქნა საბაჟოში.
2. თუ საქონელი, რომლისთვისაც საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაცია იქნა წარდენილი, არ შემოიტანება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე, საბაჟო ორგანომ ბათილად უნდა სცნოს დეკლარაცია შემდეგ შემთხვევებში:
(a) დეკლარაციის წარმდგენი პირის მიერ განაცხადის წარდგენისთანავე;
(b) დეკლარაციის წარდგენიდან 200 დღის შემდე