1. მოვალის სამართლებრივად დადგენილი გადახდისუუნარობის შემთხვევაში საბაჟო დავალიანების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის ვერ ამოღებასთან დაკავშირებით მოქმედი დებულებების დაურღვევლად, საბაჟო დავალიანება იმპორტზე ან ექსპორტზე დაიფარება ერთ-ერთი ქვემოთ მოცემული გზით:
(a) თუ ვეღარ მოხდება მოვალესთვის საბაჟო დავალიანების შესახებ შეტყობინბება 103-ე მუხლის შესაბამისად;
(b) იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის გადახდით;
(c) მე-5 პუნქტის მიხედვით, იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის ანაზღაურებით;
(d) როდესაც საბაჟო დეკლარაცია უქმდება სასაქონლო ოპერაციის ფარგლებში დეკლარირებული საქონლის შემთხვევაში, რომელიც განაპირობებს იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის გადახდის ვალდებულებას;
(e) იმ შემთხვევაში, როცა ხდება იმპორტის ან ექსპორტის გადასახადს დაქვემდებარებული საქონლის კონფისკაცია ან ამოღება და ერთდროულად ან შემდგომში კონფისკაცია;
(f) იმ შემთხვევაში, როცა ხდება იმპორტის ან ექსპორტის გადასახადს დაქვემდებარებული საქონლის განადგურება საბაჟო ზედამხედველობით ან მისი სახელმწიფოსთვის გადაცემა;
(g) იმ შემთხვევაში, როცა საქონლის გატანა ან საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოწვეულია ამ საქონლის რეალური ბუნების ან გაუთვალისწინებელი ან ფორს მაჟორული გარემოებების გამო, ან საბაჟო ორგანოების მიერ მითითების შედეგად, ამ საქონლის სრული განადგურებით ან შეუქცევადი დაკარგვით; ამ პუნქტის მიზნით, საქონელი მიჩნეულ უნდა იქნეს შეუქცევადად დაკარგულად მაშინ, როცა ნებისმიერი პირი მას გამოუსადეგარს გახდის;
(h) იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა 79-ე ან 82-ე მუხლის შესაბამისად და როცა სრულდება შემდეგი პირობები:
(i) იმ უმოქმედობას, რამაც წარმოშვა საბაჟო დავალიანება, არ ჰქონია რაიმე არსებითი ზეგავლენა შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სწორად შესრულებაზე და ის არ წარმოადგენდა შეცდომაში შეყვანის მცდელობას;
(ii) საქონლის მდგომარეობის დარეგულირებისთვის აუცილებელი ყველა ფორმალობა შემდგომში შესრულდა.
(i) იმ შემთხვევაში, როცა საქონელი, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში გაიშვება ბაჟის გარეშე ან მისი მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებიდან გამომდინარე იმპორტის გადასახადის შემცირებული განაკვეთით, ექსპორტირდება საბაჟო ორგანოების ნებართვით;
(j) იმ შემთხვევაში, როცა ის წარმოიქმნება 78-ე მუხლის მიხედვით და როცა უქმდება ის ფორმალობები, რომლებიც შესრულებულია იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს ამ მუხლში მითითებული პრეფერენციული საბაჟო სატარიფო რეჟიმის მინიჭება;
(k) როდესაც მე-6 პუნქტის თანახმად, საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება 79-ე მუხლის მიხედვით და საბაჟო ორგანოებს წარედგინება დამაკმაყოფილებელი საბუთი იმისა, რომ საქონელი არ იქნა გამოყენებული ან მოხმარებული და გატანილ იქნა ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან.
2. თუმცა, 1-ლი პუნქტის (e) ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევებში, საბაჟო სამართალდარღვევების მიმართ გამოყენებადი ჯარიმების მიზნით, საბაჟო დავალიანება არ უნდა ჩაითვალოს დაფარულად იმ შემთხვევაში თუ, წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობით, იმპორტის ან ექსპორტის გადასახადი ან საბაჟო დავალიანების არსებობა ქმნის ჯარიმების განსაზღვრის საფუძველს.
3. იმ შემთხვევაში, თუ 1-ლი პუნქტის (g) ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო დავალიანება იფარება ბაჟის გარეშე ან საქონლის დანიშნულებისამებრ გამოყენების გამო იმპორტის გადასახადის შემცირებული განაკვეთით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელთან მიმართებაში, ამ საქონლის განადგურების შედეგად მიღებული ნებისმიერი ნარჩენი მიჩნეულ უნდა იქნეს ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლად.
4. საქონლის ტიპიდან გამოწვეული შეუქცევადი დანაკარგის სტანდარტულ განაკვეთებთან დაკავშირებული მოქმედი დებულებები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა შესაბამისი პირი ვერ მოახერხებს იმის დადასტურებას, რომ რეალური დანაკარგი აღემატება იმ დანაკარგს, რომელიც გაანგარიშებულია მოცემული საქონლის სტანდარტული განაკვეთის გამოყენებით.
5. იმ შემთხვევაში, როცა რამდენიმე პირი ექვემდებარება საბაჟო დავალიანების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის გადახდას და ხდება მისგან გადახდის უფლების მინიჭება, საბაჟო დავალიანება უნდა დაიფაროს მხოლოდ იმ პირთან ან პირებთან მიმართებაში, ვისთვისაც მოხდა აღნიშნული უფლების მინიჭება.
6. 1-ლი პუნქტის (k) ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში, საბაჟო დავალიანება არ უნდა დაიფაროს იმ პირთან ან პირებთან მიმართებაში, რომლებმაც სცადეს მოტყუება.
7. იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა 79-ე მუხლის შესაბამისად, ის უნდა დაიფაროს იმ პირთან მიმართებაში, რომლის მოქმედებაც არ მოიცავდა მოტყუების რაიმე მცდელობას და რომელიც მონაწილეობდა თაღლითობასთან ბრძოლაშ